0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება
News contains an attached video
23 თებერვალი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება, რომელზეც 3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა ეზო და სათამაშო მოედანი. ,,მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და აღმზრდელებს ჯანსაღი გარემო ჰქონდეთ, რათა სასწავლო პროცესი კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში შეძლონ.“ -აღნიშნა რწმუნებულმა.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

მიმაგრებული ვიდეო


Top