0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სურამში ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150-ე წლითავთან დაკავშრებით ღონისძიება მოეწყო
სურამში ლესია უკრაინკას  დაბადებიდან 150-ე წლითავთან დაკავშრებით ღონისძიება მოეწყო
25 თებერვალი 2021

სურამში, უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული მამუკა საღარეიშილი რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან და საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ქართულ-უკრაინული კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში ჩართულ პირებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და უკრაინის საელჩოს ინიციატივით დაბა სურამში უკვე მეორე წელია ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ძეგლთა დაცვითი უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფნანსებით ხორცილდება. სარეაბილიტაციო პროექტი სახლ-მუზეუმის კონსტრუქციულ გამაგრებასთან, ახალი არქიტექტურული სივრცეების აგებასთან და ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც მოიცავს. ამავდროულად, პროექტი ითვალისწინებს სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურულ მოწყობას და საკომუნიკაციო სისტემების მოდერნიზებასაც.
 
სარეაბილიტაციო პროცესის მსვლელობისას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთის მიხედვით მომზადდება სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფცია და პროექტი, რაც სამომავლოდ სამუზეუმო სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.
 
არსებული გეგმის მიხედვით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესი 2022 წლის ბოლომდე გასტანს.
 
 
 
 
 

Top