0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მამუკა საღარეიშვილი და თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდნენ
მამუკა საღარეიშვილი და თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდნენ
News contains an attached video
26 თებერვალი 2021

,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართეს.
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც - ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ,, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა. ზუსტად 100 წლის წითელი არმიის შემოჭრის შედეგად საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაემხო და კომუნისტური რეჟიმი დაამყარდა. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მრავალი თანამემამულე შეეწირა. 100 წლის შემდეგ ისევ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ ვებრძვით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი და მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივაღწევთ დეოკუპაციას“ - აღნიშნა შეხვედრაზე მამუკა საღრეიშვილმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top