0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
News contains an attached video
02 მარტი 2021

კასპში მდებარე სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღრეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შენობაში იგეგმება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობების შეცვლა, მოეწყობა სველი წერტილები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჭერი, იატაკი, კიბეები და ცენტრალური გათბობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის დასრულება კი მიმდინარე წელს იგეგმება.
 
სამუსიკო სკოლაში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც მუსიკასთან ერთად სხვა სახელოვნებო მიმართულებებსაც ეუფლებიან. სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
 
 
 

მიმაგრებული ვიდეო


Top