0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მამუკა საღარეიშვილი ხაშურის მუნიციპლიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა საღარეიშვილი ხაშურის მუნიციპლიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა
05 მარტი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია. ასევე, ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე.

Top