საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დათა ვანიშვილის ოჯახი მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს.
,,ვწუხვარ დათა პაპას გარდაცვალების გამო და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. დათა პაპა ყოველთვის დარჩება ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ, როგორც ღირსეული და უშიშარი ადამიანი." - აღნიშნა რწმუნებულმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლთან მავთულხლართები გაუბეს, რის შედეგადაც სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.