დამოუკიდებლობის დღე გორში
26 მაისი 2014
12:00-დან 19:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე წარმოდგენილი იქნა ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები, მოეწყო ხალხური რეწვის, მხატვართა ნამუშევრებისა და წიგნების გამოფება-გაყიდვა.სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა შეჯიბრებები, რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
14:00-დან 18:00 საათამდე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მაყურებლის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ.