ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარის ქუჩებისა და სოფელ ქვენატკოცის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დაბა აგარაში 1600, ხოლო ქვენატკოცაში 1341 გრძივი მეტრი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი, ჯამში, მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, რომლის ნაწილიც წლის ბოლომდე დასრულდება და მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.