ღონისძიებას შიდა ქართლის სხელმწიფო რმუნებული მამუკა საღარეიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი დაესწრნენ.
ბენეფიციართა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ეტლით მოსარგებლე პირები, მათ შორის ბავშვებიც. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები.
ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შიდა ქართლის რეგიონთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტების 400-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირს 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები გადაეცა.