0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
News contains an attached video
09 აპრილი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღრეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
,, 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღია, ამავდროულად კი ეს არის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და გაუტეხელობის დღე. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორ არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზანს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო დამოუკიდებლი სახელმწიფოა. ჩვენ კი დაუღალავი შრომითა და ერთიანობით უნდა შევქმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა.“ - აღნიშნა მამუკა საღარიშვილმა.
 
32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა

მიმაგრებული ვიდეო


Top