0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში მცხოვრებ 8 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
კასპში მცხოვრებ 8 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
News contains an attached video
17 აპრილი 2021

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე კასპში, რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებ 8 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.
 
რწმუნებულის თქმით, წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, ამიერიდან კი, ერთობლივი მუშაობის შედეგად, საკითხი გადაჭრილია. ,,დღეიდან რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან ამხანაგობა და სხვადასხვა პროექტი განახორციელონ. რეგიონში არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი მდგომარეობა აქვთ და შესაბამისად, პროექტი გაგრძელდება” - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა

მიმაგრებული ვიდეო


Top