0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურში „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა
ხაშურში „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა
News contains an attached video
26 აპრილი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა.
 
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ,,წელს საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად ხაშურში „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლების ხეივანი“ მოეწყო. ჩვენი ღირსების საქმეა ღირსეულად დავაფასოთ და არასოდეს დავივიწყოთ მათი თავდადება და გამბედაობა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ იმ ჯარისკაცების სახელები, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო." - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
 
მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 გმირის გვარი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპნენ.

მიმაგრებული ვიდეო


Top