0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კომპანია ,,კარფურის" მხარდაჭერით რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს საჩუქრები გადაეცათ
კომპანია ,,კარფურის მხარდაჭერით რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს საჩუქრები გადაეცათ
09 მაისი 2021

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ოთარ აზმაიფარაშვილსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ ოთარ ტლაშაძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა, კასპისა და გორის მერებთან და კომპანია ,,კარფურის“ წარმომადგენელთან ნინო რამიშვილთან ერთად პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. გარდა ამისა, კომპანია Carrefour Georgia მხარდაჭერითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონში მცხოვრებ თერთმეტივე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანს სასაჩუქრე კალათები გადაეცათ. მამუკა საღარეიშვილმა ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

Top