მუზეუმების საერთაშორისო დღეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და USAID Zrda-ს გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგების შეჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ. სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშროლობის შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. უფლისციხის მუზეუმში უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად პირველადი დახმარების ოთახი მოეწყო და აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვა, ამავდროულად, მუზეუმს ბილეთების მართვის თანამედროვე პროგრამა და საჭირო ინვენტარიც გადაეცა. ასევე, მუზეუმის თანამშრომლები საჭირო უნიფორმებით და უსაფრთხოების აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვნენ.
მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში აღინიშნა
18 მაისი 2021