0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

24 საათიანი წყალმომარაგება სურამში
20 ივნისი 2014

სურამში მცხოვრებ 2200 ოჯახიდან სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა 1000-მდე ოჯახს, ხოლო დარჩენილი 1200 ოჯახი სასმელ წყალს დღეგამოშვებით იღებდა. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და ‘’ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სურამში ერთობლივად განახორციელეს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი, რის შედეგადაც დღეისათვის სურამში მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი 24-საათიან რეჯიმში მიეწოდება. პროექტის ფარგლებში, სოფელ ცხრამუხას ტერიტორიაზე აშენდა ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური, ნაწილობრივ შეიცვალა 42 კილომეტრის შიდა ქსელის გაყვანილობა და გაკეთდა 8 კილომეტრის სიგრძის ცენტრალური მილსადენი. მოეწყო ახალი მაგისტრალური ქსელი, აშენდა ორი ახალი 1000 მ3-იანი ტევადობის სამარაგო რეზერვუარი და თანამედროვე ტიპის საქლორატორო. სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინასებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარია.

Top