გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გორში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა ვერხვების დასახლებაში მდებარე დასასვენებელი სკვერი. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის კამპანიების ორგანიზებას და მოსახლეობის ჩართულობას.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას