შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გორში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გიორი ხინჩეგაშვილის ხსოვნის V მემორიალურ ტურნირს დაესწრო.
ასპარეზობაში საქართველოს 15 ქალაქის მოჭიდავეთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. საუკეთესოები კი 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გუნდური შედეგით, მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე გორის ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლა გავიდა.
გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებით, ფულადი ჯილდოებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.