შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა. რწმუნებულის თქმით, სახელმწიფო პროგრამების პარალელურად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა. ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური პროგრამების გარდა, მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა. ამ მიზნით სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში.“ - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
ვალერიან მჭედლიძე გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებს გაეცნო
16 ივნისი 2021