შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს მიჰაელა გერასიმის შეხვდა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიჰაელა გერასიმიმ რწმუნებულს მისი სამუშაო სპეციფიკისა და მისიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას. რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც სადამკვირვებლო მისია შიდა ქართლის რეგიონში ახორცელებს. შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
23 ივნისი 2021