0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქემფერის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
ქემფერის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
29 ივნისი 2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულად განახლებას, წყლის რეზერვუარის მოწყობას, გადახურვას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ასევე, აშენდება სპორტული მოედანი. საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა დუგლაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, სკოლა 150 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და ახალი სასწავლო წლისთვის ადგილობრივი მოსწავლეები განახლებული სკოლით შეძლებენ სარგებლობას. "დიდი მნიშვნელობა აქვს საგნმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი გარემო-პირობები შევუქმნათ. განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა უმთავრესი პირობაა", - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
 

Top