0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
17 ივლისი 2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.
კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის ,,ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას აწარმოებს. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის, კომპანია თესლბრუნვას ახორციელებს.
 
დღისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.
 
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. " აქტიურ ფაზაშია მარცვლეული კულტურების აღების პროცესი შიდა ქართლში, ფერმერები შეუფერხებლად ახორციელებენ პროცესს" - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიამ მჭედლიძემ.
 
სოფელ შინდისში ხორბლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.

Top