0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ირაკლი ქარსელაძემ და ვალერიან მჭედლიძემ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დათვალიერიეს
ირაკლი ქარსელაძემ და ვალერიან მჭედლიძემ  პროგრამის „განახლებული რეგიონები“  ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დათვალიერიეს
News contains an attached video
14 აგვისტო 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებლმა ვალერიან მჭედლიძემ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დათვალიერიეს.
ქალაქ გორში დაწყებულია ცენტრალურ (სტალინის) გამზირზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია, კასპში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, დაწყებულია ქარელის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე შენობებისა და სკვერის, ხოლო ხაშურში რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. მოსამზადებელი - საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები უკვე დასრულებულია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, სადაც სკვერებში და პარკებში იქნება განახლებული და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის დასრულება კი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები

მიმაგრებული ვიდეო


Top