0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საციხურსა და მოხისში მობილური ჯგუფების მიერ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
საციხურსა და მოხისში მობილური ჯგუფების მიერ  მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
News contains an attached video
18 სექტემბერი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელებში,საციხურსა და მოხისში თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადის მიერ ადგილობრივების აცრა მიმდინარეობს, რომელიც სინოფარმისა და სინოვაკის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ხორციელდება.
 
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე დაესწრნენ. რწმუნებულის მოადგილის თქმით, შიდა ქართლში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. "პანდემიის დროულად დამარცხების მიზნით, მნიშვნელოვანია მოსახელობის მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა. კიდევ აღვნიშნავ, რომ ჩვენს რეგიონში 8 ლოკაციაზეა ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელი და გარდა ამისა, სოფლების მოსახლეობას მობილური ჯგუფების საშუალებით ადგილზევე შეუძლიათ აცრის ჩატარება", - განაცხადა სიმონ გულედანმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top