შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა. იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მსურველებს აცრა სამი სახის - ფაიზერის, სიფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ. როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში და აცრის მსურველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
სოფელ ბერშუეთში მოსახლეობის აცრა მიმდინარეობს
05 დეკემბერი 2021