0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კავთისხევში მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება
კავთისხევში მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება
21 დეკემბერი 2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მოსახლეობის აცრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვაქცინაციის მსურველებს საშუალება აქვთ სამი სახის ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ აცრა.
 
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრნენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერი კი ბუსტერ დოზითაც აიცრა. "შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, თითქმის ყოველდღიურად ხდება სოფლების ამბულატორიებში ადგილობრივების აცრა. აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა გაიზარდა, რაც, რა თქმა, მისასალმებელია, მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით შევძლებთ პამდემიის დამარცხებას" - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

Top