მხარის რწმუნებული სოფელ ფლავისმანში
09 აგვისტო 2014
ადგილობრივი მოსახლეობა დატბორვის მიზეზად 2 თვის წინ სოფლის განაპირას მდებარე ტირიფონის სარწყავი არხის გაწმენდას მიიჩნევს.
,,სარწყავი არხი ამჟამად გადაკეტილია. გეოლოგებმა მუშაობის შედეგად დაადგინეს, რომ საშიშროება არ არსებობს. ადამინებს შეუძლიათ სახლებში გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ დეტალური ინფორმაციისთვის დამატებითი სპეციალისტები ჩამოდიან’’-განაცხადა ოთარ დანელიამ.
,,ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის, სოფლის მოსახლეობა, ამ ფაქტის მიზეზად, არხის წმენდის სამუშაოებს ასახელებს, თუმცა, ზუსტ მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული სარწყავი არხით უამრავი სოფელი სარგებლობს, მისი გადაკეტვა კი, ბევრ სირთულეს შექმნის და მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ჩემი გადაწყვეტილებით, რაიონის საკრებულოს მიერ იქნება შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც უახლოეს მომავალში ადგილზე მოახდენს ოჯახებში სიტუაციის შესწავლას და ზარალის დათვლას’’- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.