0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში შემავალ მუნიციპალიტეტებში უკრაინაში გასაგზავნად ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს
შიდა ქართლში შემავალ მუნიციპალიტეტებში უკრაინაში გასაგზავნად ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს
News contains an attached video
07 მარტი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება.
რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ვალერიან მჭედლიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში აქტიურად მდინარეობს ჰუმანიტარული კამპანია. "რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება." - აღნიშნა რწმუნებულმა.
აღსანიშნავია, რომ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან უკრაინის შემდეგ ქალაქებთან - პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული ნივთებიც მათი საჭიროებების მიხედვით გროვდება.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

მიმაგრებული ვიდეო


Top