0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ღონისძიება სახელწოდებით „დაბრუნება გოსტიბეში“
09 აგვისტო 2014

მრავალმა სტუმარმა და მასპინძელმა მოიყარა თავი სოფელში. სოფლის ფონის შესაქმნელად ითიბებოდა ბალახი, კეთდებოდა თივის „ბულულები“, თონეში ცხვებოდა პური, იხარშებოდა მთიულური ხინკალი და მზადდებოდა ქართული თათარა. მხატვრები სოფლის ულამაზეს პეიზაჟებს ხატავდნენ (დასრულებული ნახატები კი გოსტიბელთა ოჯახებს გადაეცათ), გუგუნებდა ხალხური სიმღერები, ისმოდა ხალხური საკრავების საამო ჰანგები, ცეკვავდნენ ქართულს. ყველა იქ მყოფისთვის გადამდები იყო ის დადებითი მუხტი, რაც ძველი ქართული სოფლიდან მოდის, რასაც ქართული ტრადიცია და ქართველობა ჰქვია. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი თოთლაძე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც 20 წლის მანძილზე, მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, არ მიატოვეს მშობლიური სოფელი. ყველამ ერთად კი, სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გამო, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს გადაუხადეს მადლობა. ამ სოფელს 20 წლიანი პაუზის შემდეგ, დენით მომარაგება გასული წლის 31 დეკემბერს აღუდგა.

Top