0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

9 აპრილიდან 33 წელი გავიდა
9 აპრილიდან 33 წელი გავიდა
09 აპრილი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე, აღევლინა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
.
,, დღეს 33 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღია, თუმა ეს არის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დღე. ჩვენი გმირების სულისკვეთებამ, სამშობლოს სიყვარულმა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე." - აღნიშნა აბელ აბესაძემ.
33 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Top