0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კინოთეატრმა "კავეამ" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პატარებს უმასპინძლა
კინოთეატრმა კავეამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პატარებს უმასპინძლა
01 ივნისი 2022

სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების ორგანიზებით კინოთეატრების ქსელმა "კავეამ" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანიმაციურ ფილმზე უმასპინძლა. თბილისი მოლის, ისთ ფოინთისა და სითი მოლის "კავეას" კინოთეატრებში ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა პატარებმა ანიმაციური ფილმები -"ზღარბი სონიკი" და "წითელი პანდა" ნახეს.
 
ფილმის დაწყებამდე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ხინჩეგაშვილი ბავშვებს შეხვდნენ, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
 
"ბავშვები იმსახურებენ ყველაფერ საუკეთესოს, ამიტომ 1 ივნისთან დაკავშირებით დაიგეგმა დღევანდელი ღონისძიებაც. მადლობას ვუხდი კინოთეატრების ქსელ "კავეას" თანამშრომლობისთვის და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრმომლობა, მითუფრო, როდესაც საკითხი ბავშვების კეთილდღეობას ეხება. ვულოცავ თითოეულ ბავშვს და განსაკუთრებით, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს დღევანდელ დღეს, ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ" - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ.

Top