0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის რწმუნებული სოფელ ქვიშხეთში
15 აგვისტო 2014

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მხარდაჭერით სტიქიის ადგილზე მოხდა სახანძრო და სამაშველო სამსახურების მობილიზება რაიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან. დამატებით, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ადგილზე ასევე მობილიზებულია ორმოცდაათამდე ჯარისკაცი. ამ ეტაპზე დასრულებულია სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, მიმდინარეობს ბინების გასუფთავების პროცესი, ხოლო ხვალ დილიდან უკვე დაიწყება სასმელი წყლის ჭების გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მხარის რწმუნებულმა დღეს ადგილზე მოინახულა მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას მთავრობის მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა აღუთქვა.

Top