0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
27 ივლისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად საქართველოში ნატოს-სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც ალექსანდრ ვინიკომა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. თავის მხრივ, სიმონ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონის შესახებ გააცნო ინფორმაცია. ისაუბრა მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებისა და გეგმების შესახებ. საუბრის ბოლოს მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ვინიკოვმა საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან გამართა.

Top