შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.