0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
მიხეილ შაყულაშვილი გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
News contains an attached video
27 სექტემბერი 2022

ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ნიკა ღვინიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე პროექტის „მოსწავლეთა ტურისტული კლუბები“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გორის მე-5 საჯარო სკოლის ტურისტულ კლუბს „ჰორიზონტი“, რომელიც უკვე ხუთი წელია დაფუძნდა, მადლობის სერტიფიკატი გადაეცა.
 
,,მინდა მოგილოცოთ ტურიზმის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წვლილი შეგაქვთ ჩვენი რეგიონის ტურისტული განვითარების საქმეში. შიდა ქართლს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი, ქვეყნის მასშტაბით იყოს ერთ-ერთი ძლიერი ტურისტული რეგიონი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, კულტურული ძეგლებით, ტრადიციებით, ღვინით, დამახასიათებელი სამზარეულოთი თუ სხვა მიმართულებებით. ჩვენი ერთ-ერთო მთავარი პრიორიტეტია, რომ ტურიზმის სფერო იყოს უფრო მეტად ძლიერი, განვითარებული, რადგან ეს თავისთავად გულისხმობს ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. გარდა ამისა, დღეს მოსწავლეთა ტურისტულ კლუბების პრეზენტაციასაც ვესწრებით და ნამდვილად სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე დაინტერესებულები არიან აღნიშნული მიმართულებით, მზად არიან იშრომონ და წვლილი შეიტანონ ჩვენი რეგიონის ტურისტული განვითარების კუთხით. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია. წარმატებებს გისურვებთ და სამხარეო ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top