0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კამპანიის ,,ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში გორში ღონისძიება გაიმართა
კამპანიის ,,ემეგობრე პოლიციას ფარგლებში გორში ღონისძიება გაიმართა
12 ოქტომბერი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გორში, ქალაქის ცენტრში, შადრევნის სკვერში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა
დღის განმავლობაში, საზოგადოებრივ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მისული სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცვნენ. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაეთვალიერევინათ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
ბავშვებმა და მოზარდებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
კამპანიის ფარგლებში ასევე გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

Top