0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რწმუნებულმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
შიდა ქართლის რწმუნებულმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
30 დეკემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რწმუნებულმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს წარმატებით განხორცელდა. ასევე, აღნიშნა, რომ მომავალ წელს არაერთი პროექტია რეგიონში დაგეგმილი, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა განხორცელდეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად განვლილი ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი საქმიანობის სანიმუშო შესრულებისთვის 37 საჯარო მოხელე დააჯილდოვა.
 
,,მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად ემსახურებით ჩვენი რეგიონის განვითარებას და ზოგადად სახელმწიფოს. თითოეულ თქვენგანს თქვენი წილი მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა გაკისრიათ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რომ შეგიქმნათ სათანადო პირობები, გქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და რაც მთავარია, თქვენი შრომა იყოს დაფასებული. დღეს აქ იმყოფებით როგორც სამხარეო ადმინისტრაციის, ისე ჩვენს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. მინდა თითოეულ თქვენგან მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის. წინ კიდევ ბევრი გეგმა და სამუშაოა, რომელსაც ერთიანი ძალებით განვახორციელებთ.“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
 
საჯარო მოხელეები სამხარეო ადმინისტრაციის, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის უწყების თითოეული სამსახურიდან დაჯილდოვდნენ.

Top