0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სოფლები თოვლისგან იწმინდება
შიდა ქართლის სოფლები თოვლისგან იწმინდება
News contains an attached video
17 თებერვალი 2023

შიდა ქართლში უხვი თოვლის მოსვლის გათვალისწინებით და შესაძლო პრობლემების თავის არიდების მიზნით ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე. გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალმთიან, გამყოფი ხაზის და ზოგადად სოფლებში მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
 
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები. ,,უხვმა ნალექმა გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. ტექნიკა სრული დატვირთვით მუშაობს, ამ ეტაპზე სოფლების უმეტეს ნაწილში მოსახლეობას გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლია.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
რეგიონის მუნიციპალიტეტების შესაბამისი ყველა სამსახური მობილიზებულია და ამინდის გაუარესების შემთხვევაში განხორციელდება ყველა საჭირო სამუშაო, რათა მოსახლეობას არ შეექმნას ყოფაცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები.

მიმაგრებული ვიდეო


Top