0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
24 მაისი 2023

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა - GCRT”, მიმდინარე წლის აპრილიდან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „2008 წლის ომით დაზარალებულებისთვის ფსიქოსოციალური და სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფა“ განხორციელება დაიწყო.
 
აღნიშნული პროექტის გაცნობის მიზნის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში ნინო ტლაშაძე, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი მარიკა ანთაძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან ერთად, ისაუბრეს პროექტის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ. მიხეილ შაყულაშვილის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდამ მზადაა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროექტებს და კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს განხორციელების პროცესში.
 
პროექტი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან „თანხმობა“ და „ინდიგო“ ერთად, შიდა ქართლის - კასპის, ქარელის, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისის მიწოდება 2008 წლის ომის დაზარალებულებისთვის.

Top