შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გუნდმა გორში გამართულ ფეინთბოლის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონატში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლები. ტურნირში 10 გუნდი იყო წარმოდგენილი. საბოლოო გამარჯვება კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანს ფეინთბოლის პოპულარიზაცია, სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა და სპორტის აღნიშნულ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.