მარათონს შეუერთდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
მარათონმა სტარტი კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან აიღო და სპორტის სასახლესთან დასრულდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
მარათონის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
გორთან ერთად მარათონი გაიმართა კასპში, ხაშურსა და ქარელში. მარათონი შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.