0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

„გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრის პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა
08 სექტემბერი 2014

პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი 2014 წლის 5 თებერვალს იაპონიის საელჩოსა და ,,ჰეიფერ ინთერნეიშენალ ჯორჯიას’’ შორის მოეწერა. პროექტის მიზანია გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ფერმის სისტემის გაუმჯობესება და ფერმის სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ინკუბატორის წიწილების საგრძნობლად დაბალ ფასში შეძენა დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება გორის რაიონის მცირემასშტაბიანი ფერმერებისათვის. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული პროექტით გორის რაიონის 900 ადგილობრივი ფერმერი მიიღებს სარგებელს. პროექტის ბიუჯეტი 90 810 აშშ დოლარს შეადგენს. ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების’’ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყოფის სტანდარტის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან GGP-ის ფარგლებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსდა 139 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 887 599 აშშ დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსადმი კი 370 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარდა და მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

Top