0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა
ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა
04 ივლისი 2023

ქარელში სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიება მოეწყო. დროშა ქალაქის ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ განთავსდა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ქარელის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
"ქარელში საზეიმოდ აღვმართეთ საქართველოს დროშა. გარდა ქარელისა, დროშები უკვე აღიმართა გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. დროშა, როგორც ეროვნული სიმბოლო, მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ცხინვალსა და სოხუმშიც ავწევთ ჩვენი ქვეყნის დროშას, როგორც ერთიანობისა და სიძლიერი სიმბოლოს." - აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.

Top