0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
11 აგვისტო 2023

შინდისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
 
შინდისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.
 
გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა. ,,2008 წლის აგვისტოში, სწორედ ამ დღეს სოფელ შინდისში, ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები – შინდისის 17 გმირი, რომლებიც საქართველოს ერთიანობასა და მთლიანობას შეეწირნენ. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი სწორედ ასეთ გმირებზე დგას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენი ბიჭების სახელებს. ეს დღეები განსაკუთრებულად მძიმე და ტკვილიანია თითოეული ჩვენგანისთვის. მჯერა, ძალიან მალე ჩვენს მიზანს მივაღწევთ, გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.“- აღნიშნა რწმუნებულმა.
 
ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მინისტრები და პარლამენტის წევრები.
 
2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.
 
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

Top