არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება
16 სექტემბერი 2014
შპს ,,სამეგობრომ’’ ფერმერებისგან 1141,6 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, თანხამ კი 114 160 ლარი შეადგინა, სუბსიდიის სახით საწარმო 91 328 ლარს მიიღებს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას სულ ხუთი საწარმო იღებს: შპს ,,გეოფრუტი’’, შპს ,,ნატურალ 7,’’ შპს ,,ბიუჯუსი,’’ შპს ,,სამეგობრო’’ და შპს ,,ჯეოკონცენტრანტი’’. 14 სექტემბერის მდგომარეობით, ჯამში საწარმოებში ფერმერებმა 2438,7 ტონა ვაშლი ჩააბარეს.
პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.