გორის ახლადგახსნილ ცენტრში მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნეს.
,,შიდა ქართლის რეგიონში მედიაციის უკვე მეორე ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. რამდენიმე თვის წინ პირველი ცენტრი გაიხსნა ხაშურში, ხოლო დღედან უკვე გორის ოფისი იწყებს საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ შენობა სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და შესაბამისი პირობებია საქმიანობის განსახორციელებლად. განრიდება/მედიაციის პროგრამა შედარებით ახალი დანერგილია საქართველოში და იგი ხელს უწყობს როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მართლშეგნების ამაღლებას, ასევე მათი რეაბლიტაცია-რესოციალიზაციას. ვფიქრობ, რომ რეგიონული ოფისების გახსნა ამ სახელმწიფო სერვისს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს, ეფექტურსა და მოსახერხებელს გახდის პროგრამაში ჩართული პირებისთვის.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმსა და დღეიდან, უკვე გორში, საჩხერესა და ხობში მოქმედებს. უახლოეს პერიოდში კი, დედოფლისწყაროსა და დმანისში, იქნება ხელმისაწვდომი.