0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის დამატებით კიდევ ორი ახალი ავტობუსი გადმოეცა
გორის  დამატებით კიდევ ორი ახალი ავტობუსი გადმოეცა
09 იანვარი 2024

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დამატებით სარგებლობაში, კიდევ ორი ახალი EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსი გადმოეცა.
 
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად გორის ტრანსპორტის სააგენტოს ავტოპარკში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ადგილზე სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდნენ.
 
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ ხაზებს დაემატება, რაც მნიშვნელოვნად გაააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს  ახალი ავტობუსები გადაეცათ. „ისუზუს“ ფირმის ავტობუსები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

Top