0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთთან შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთთან შეხვედრა გაიმართა
12 თებერვალი 2024

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ტყვიავში ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, პარლამენტარი ქეთევან ჩარკვიანი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანს კომიტეტის მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოსახლეობასთან კონსულტაცია წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები შიდა ქართლის გარდა სხვა რეგიონებშიც მოეწყო. სამომავლოდ, სამოქმედო გეგაში აისახება სწორედ ის ინიციატივები და საჭიროებები, რომლებსაც ადგილობრივები შეხვედრისას გააჟღერებენ.
 
სოფელ ტყვიავში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილებმა სხვადასხვა მიმართულებების შესახებ იმსჯელეს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის გამოწვევები, განათლების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების ცენტრების საჭიროება და სხვა. მნიშვნელოვანი იყო, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული რეკომენდაციებიც.
 
სამუშაო შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მსგავსი სახის შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

Top