0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძემ ქარელის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ლევან ხარაბაძემ ქარელის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
25 მარტი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლობას. ლევან ხარაბაძის თქმით, თითოეული სამსახური ემსახურება, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, ასევე მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, რეგიონის გაძლიერებას, შესაბამისად მნიშვნელოვანია, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა. განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური მიმართულებით. ასევე, მხარეებმა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

 


Top