0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საქართელოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასშტაბური ღონისძიებებით აღონიშნა
საქართელოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასშტაბური ღონისძიებებით აღონიშნა
26 მაისი 2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში მასპინძლობს.
 
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.
 
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ. ბავშვებისთვის კი არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

Top