0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვი DRC-ს და SDC-ს წარმომადგენლებს შეხვდა
22 მაისი 2013

თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების უფროს ოფიცერს, თამუნა წივწივაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტსაც, რომელიც პირველ ეტაპზე სოფელ ერგნეთში ომის შედეგად დაზიანებული 50 საცხოვრებელი სახლის გადახურვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს სოფელ ერგნეთის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევას და მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ანდრო ბარნოვი მის მიმდინარეობას პროექტის დონორთან და ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნობა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სასურველია, შიდა ქართლში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მუშაობამ განვითარების პროექტებიც მოიცვას და, ამ მიზნით, სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის დეპატრანენტთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. იმის გამო, რომ აღნიშნული მიმართულებით სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვა რეგიონებში, შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გუბერნატორი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა რამდენიმე ობიექტს სამეგრელოში, რათა ადგილზე შეისწავლოს შიდა ქართლში მსგავსი პროექტების წამოწყების პერსპექტივები. ანდრო ბარნოვმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი და ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მიმართულებით დღემდე გაწეული დიდი შრომისათვის.

Top